პროექტის გეგმა

პროექტის გეგმა
პროექტის დასახელება   - მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობა და მისი                                                                    გამოყენება   ყოფა-ცხოვრებაში;
პროექტში მონაწილენი: -  პედაგოგები: ლარისა ქავთარაძე და მაკა ჩხაიძე-აბაიშვილი
                                                        მოსწავლეები: VI1 , VI2 და ზოგიერთი მშობელი;
პროექტის აქტუალურობა -  ტქნიკური საგნების, კერძოდ მათემატიკის საგნისადმი სწავლის ინტერესის დაკარგვა, მოტივაციის შესუსტება; რაც აისახა ბოლო წლებში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა განაცხადის რაოდენობით.
პროექტზე მუშაობის ვადები: დასაწყისი - 2014 წლის 1 აპრილი
                                                დასასრული - 2014 წლის 1 მაისი
ბიუჯეტი/რესურსები - ციფრული ფოტო და ვიდეო აპარატები, თაბახის ფურცლების ერთი
შეკვრა, პრინტერი. კომპიუტერული და პროგრამული ზრუნველყოფა. ინტერნეტი.(ჩამოთვლილი რესურსებით პროექტს უზრუნველყოფს სკოლა)
პროექტის მიზნები  -    
·         გეომეტრიული ფიგურების სიღრმისეული/გაფართოებული  შესწავლა - ანალიზის, სინთეზისა და შეფასების დონეზე გასვლა.
·         სივრცული ფიგურების ამოცნობა, მისი ელემენტების დასახელება, შლილების ამოცნობა და ამ შლილით ფიგურის აღდგენა, საჭირო გაზომვების ჩატარება და ცოდნის ტრანსფერს ყოფით სიტუაციებში, - ბუნებაში, ტექნიკაში, ყოფა-ცხოვრებაში არსებული საგნების ფორმებზე დაკვირვება .
·         მოსწავლეთა ინტერესებისა და მოტივაციის გაზრდა გეომეტრიისადმი, რესურსების შექმნა, რომელიც დაეხმარება სხვა სკოლის მოსწავლეებს თეორიისა და პრაქტიკის შესწავლაში.
·         გამოუმუშავდეს პრობლემის გადაჭრისას  ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.   
·         ისწავლოს  სამუშაოს ორგანიზებ და დაგეგმვა ჯგუფთან ერთად;

პროექტის განხორციელების წინაპირობები - ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მოსწავლეების უმრავლესობა მათემატიკას სწავლობს ზედაპირულად და არა იმიტომ, რომ აინტერესებთ ან პრაქტიკულ საჭიროებას ხედავენ. ასეთი სწავლა მალევე  ეძლევა დავიწყებას, იმდენად სუსტია, რომ მოსწავლე ვერ სცილდება ცოდნისა და გაგების დონეს. მოსწავლეების გარკვეული ნაწილი საფუძვლიანად ფლობს მათემატიკას, მაგრამ უჭირთ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.



პროექტის  ფარგლებში განხორციელებული ამოცანები:

ამოცანა #1
პროექტის გაგეგმვა
ვადა
2-3 აპრილი
პასუხისმგებელი პირი
პედაგოგი

ამოცანა #2
სამუშაო ჯგუფისა და მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;
ვადა
3-4 აპრილი
პასუხისმგებელი პირი
პედაგოგი

ამოცანა #3
მოსწავლეთა ინფორმირება  პროეტის მიზნებზე და ამოცანებზე;
ვადა
4 აპრილი
პასუხისმგებელი პირი
პედაგოგი

ამოცანა #4
მოსწავლეთა მშობლების ინფორმირება და პროექტის განხორციელებაში ჩართვა მათი ინტელექტუალური რესურსების გამოყენების მიზნით;
ვადა
5 აპრილი
პასუხისმგებელი პირი
პედაგოგი

ამოცანა #5
პასიური მოსწავლეების საჭიროებების დადგენა, მათი უნარებისა და ინტერესების გათვალისწინებით დავალებების განაწილება:;
ვადა
6 აპრილი
პასუხისმგებელი პირი
პედაგოგი

ამოცანა #6
პროექტში მონაწილე სხვა ორგანიზაციების შერჩევა და საჭირო პირობების შესწავლა;
ვადა
7-14  აპრილი
პასუხისმგებელი პირი
ჯგუფის ხელმძღვანელები: კ.ნინო, კ.ცოტნე, ანა უ. და პედაგოგი

ამოცანა #7
მასალის მომზადება და კორექტირება
ვადა
მთელი პროექტის მიმდინარეიბისას
პასუხისმგებელი პირი
პედაგოგი და არჩეული  ჯგუფის ხელმძღვანელები

ამოცანა #8
ბლოგისა და ბუკლეტების შექმნა
ვადა
14-21 აპრილი
პასუხისმგებელი პირი
პედაგოგი და არჩეული  ჯგუფის ხელმძღვანელები

ამოცანა #9
ვიდეოების შერჩევა და გამოქვეყნება;
ვადა
21-25 აპრილი
პასუხისმგებელი პირი
პედაგოგი და ელექტრონულ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირები საბა ჭ. ლუკა გ. ლუკა ბ.

ამოცანა #10

კომენტარებისა და შეკითხვების ანალიზი; საჭიროების შემთხვევაში კორექტირების შეტანა;
ვადა
25-27 აპრილი
პასუხისმგებელი პირი
პედაგოგი და არჩეული  ჯგუფის ხელმძღვანელები

ამოცანა #11
ვებ-გვერდის პრეზენტაცია და ბუკლეტების დარიგება
ვადა
30 აპრილი
პასუხისმგებელი პირი
პედაგოგი და ელექტრონულ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირები საბა ჭ. ლუკა გ. ლუკა ბ.

ამოცანა #12
სამომავლო გეგმების დასახვა
ვადა
30 აპრილი
პასუხისმგებელი პირი
პედაგოგი, მოსწავლეები და მშობლები

პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები:

·         რისკი: საცურაო აუზში და სამშენებლო ობიექტზე მოსწავლეების თვითნებური შესვლას სპეციალური მოწყობილობების გარეშე  შესაძლებელია მოჰყოლოდა უბედური შემთხვევა ან სხეულის რაიმე ნაწილის დაზიანება;
·         სკოლის ადმინისტრაციასა და ობიექტებისწარმომადგენლებს შორის წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე თავიდან იქნა აცილებული ეს რისკი;
შედეგები:
ოსწავლეებისთვის:
·         პრობლემის დანახვის, მისი გადაჭრისთვის კონკრეტული ამოცანების დასახვის, ინფორმაციის მოძიების და მისი წარდგენის,  პროექტის  დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილების შეძენა;
·         დამოუკიდებლად/ჯგუფში გადაწყვეტილებების მიღების, კომუნიკაციის, პასუხისმგებლობის  უნარ–ჩვევების განვითარება.
·         მათემატიკის მიმართ ინტერესისა და სიღრმისეულად შესწავლის მოტივაციის გაზრდა.
·         მოსწავლეები მოახდენენ ცოდნის ტრანსფერს, დააკავშირებენ რეალურ საგნებს ერთმანეთთან.
·         შექმნიან სასწავლო რესურსებს, რომელსაც გამოიყენებენ, როგორც ჩვენი სკოლის ასევე სხვა სკოლის მოსწავლეები.

ასწავლებლებისთვის:
·         მოსწავლეთა შესაძლებლობების განსაზღვრა, მათი შეფასება;
·         პასიური მოსწავლეების ხელშეწყობა, ცოდნის განვითარების დინამიკაზე დაკვირვება.
·         საკუთარი პრაქტიკის ღირსება-ნაკლოვანებების დანახვა - თვითშეფასება.
·         მშობლების ჩართვა სასწავლო პროცესში.

ისტ-ის გამოყენებით შეძლეს:
მინიმალურ დროში მაქსიმუმის გაკეთება;  მეგობრებისა და თანამოაზრეების შეძენა (ჩვენი პროექტი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის); საუკეთესო შესაძლებლობა რეკლამისა და თვითრეკლამისათვის (დალაიქება); მიკროფონისა და დიქტოფონის გარეშე აქციის გაკეთება.

საგნობრივი სტანდარტი/კავშირი ესგ:
  • მოსწავლეებმა გამოიყენეს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურათა მოცემულ გრაფიკულ გამოსახულებებან ფიგურათა ურთიერთმდებარეოს შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებ. (მაგალითად, მართკუთხა პარალელეპიპედის რომელ წახნაგებს ეკუთვნის მითითებული წვერო);მათ. VI.7.
  • მოსწავლეებმა დაამზადებს სივრცული ფიგურის შლილები; განასხვავეს სივრცულ ფიგურებ მათი შლილების მიხედვით.მათ. VI.7
·      მოსწავლეებმა სხვადასხვა ფიგურებისათვის (ბრტყელი, სივრცული) დაითვალეს და ერთმანეთს შეადარეს ეილერის მახასიათებლის მნიშვნელობებ; გამოიყენესეილერის ფორმულა სივრცული ფიგურების ელემენტების რაოდენობის დასადგენად;მათ. VI.9.
·      მოსწავლეებმა აღწერეს და ჩამოაყალიბეს ციფრული მასალის სტრუქტურა; შეარჩიეს მიზნის შესაფერისი სტრუქტურა და ამ სტრუქტურის შესაფერისი ციფრულ საშუალება (მაგალითად: დინამიური ცხრილისათვის, რომელიც შეიცავს ურთიერთ­დამოკიდებულ მონაცემებს - გამოიყენეს ელექტრონულ ცხრილს, ჩვეულებრივი ტექსტის დასამუშავებლად - მარტივ ტექსტურ რედაქტორს);ის ტექნ. VI.1.
·      მოსწავლეებმ აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალის­წინებით, დამზადეს პრეზენტაცია/სლაიდები საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;ის ტექნ. VI.1
·         მოსწავლეებმა მოახდინეს  ტექსტური,  გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიანად კომბინირება მიზნის შესაფერისი ციფრული მასალის შექმნისას;ის ტექნ. VI.1.
შეფასება:
·         გაწეული საქმიანობის/ პრეზენტაციების ამსახველი დოკუმენტაცია;
·         ფოტო და ვიდეო მასალა;
·         პროექტის პორტფოლიო;
·         ჯგუფების მუშაობის შეფასებისა და თვითშეფასების ბარათები;
·         საინფორმაციო ბუკლეტები მოწვეული სტუმრების დასარიგებლად;

პროექტის შუალედური და საბოლოო შეფასება:

პროექტის მონიტორინგი/შეფასება
ვის მიერ
როდის
რა შეფასდა და რა კრიტერიუმებით
პირველი შუალედური მონიტორინგი
მოსწავლეები: ნ. კურტანიძე, ა. მეტრეველი, ც. კვიჟინაძე, ლ. გაჩეჩილაძე;
პედაგოგები: ლ. ქავთარაძე, მ. ჩხაიძე-აბაიშვილი
2 აპრილი
·         გაანალიზდა გაზომვითი სამუშაოების შესრულებითა და შესაბამისი ცხრილების შევსების გზით მოპოვებული ინფორმაცია ჯერ ცალკეულ ჯგუფებში, ხოლო შემდეგ ერთობლივად.
·        ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის და გაზიარების უნარი.
·         დადგენილია ორი  ობიექტი, რომელიც ყველაზე ახლოსაა სკოლასთან. ჯგუფები ინაწილებენ სამუშაოს.
მეორე შუალედური მონიტორინგი
მოსწავლეები:
ს. ჭანტურიძე, ა. უგუავა
პედაგოგები: ლ. ქავთარაძე, მ. ჩხაიძე-აბაიშვილი
9 აპრილი
·      შესწავლილ იქნა  და დადგინდა შერჩეული ობიექტებში, მაგ: საცურაო აუზის(დიდი და მცირე) ტევადობა - ლიტრებში;

·         შესწავლილ იქნა და დადგინდა სამშენებლო ობიექტზე რა ზომის და რა ტიპის მასალებს იყენებენ (მაგ: ბლოკის) და სახლის ასაშენებელად საჭირო ბლოკების რაოდენობა;

მესამე შუალედური მონიტორინგი
მოსწავლე:
მ. ნაჭყებია, ა. კურტანიძე
პედაგოგები: ლ. ქავთარაძე, მ. ჩხაიძე-აბაიშვილი
16 აპრილი
·        მოსწავლეებმა შეისწავლეს  მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობის გამოთვლის სხვადასხვა მეთოდები. დაადგინეს მისი თვისებები. განაზოგადეს ცოდნა მათემატიკური კუთხით.
·         ჩაატარეს ექსპერიმენტი და შექმნეს აუზისა და სახლის მოდელები, დაინტერესებულ პირებსაც კი გაუწიეს კომპეტენტური კონსულტაცია;
საბოლოო შეფასება
მოსწავლეები: ნინო კ, საბა ჭ; ლუკა ბ.
პედაგოგები: ლ. ქავთარაძე, მ. ჩხაიძე-აბაიშვილი
მშობლელთა წარმომადგენელი: მაია დანელია, ხათუნა ხარშილაძე, ნონა მარღანია, ნინო

26-30 აპრილი
·         შეიმნა ბლოგი
·         საინფორმაციო ბუკლეტები
·         გაკეთდა პრეზენტაცია.

შენიშვნა:
პროექტის მონიტორინგის ჯგუფში სპეციალურად მოწვეულ იქნა მათემატიკის ის პედაგოგები, რომლებიც მომავალ წელს სავარაუდოდ ასწავლიან VII  კლასებს. დაიგეგმა, რომ ისინი უკვე განხორციელებული პროექტის კრიტიკული ანალიზის და შეფასების შემდეგ თავადაც განახორციელებენ ამ პროექტს.




შენიშვნა:    ეს პროექტი წარდგენილ იქნა მასწავლებელთა მეორე კონფერენციაზე - „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში  - სადაც მიენიჭა გამარჯვებული მოხსენების სტატუსი.

Нема коментара:

Постави коментар